LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არქტიკის ყინულის ქვეშ საიდუმლო მიწისქვეშა ქალაქს მიაგნეს

108
campcentury_aerial_radar

ნასას მკვლევრები შემთხვევით მიწისქვეშა საომარ ბაზას გადააწყდნენ. Nasa Earth observatory-ის ინფორმაციით, ეს არის პატარა ქალაქი, რომელიც 50 წელზე მეტია არავის მოუკითხავს.

Nasa-ს თვითმფრინავი, კოსმოსური ბაზიდან 240 კილომეტრის მოშორებით, სპეციალური რადარით ამოწმებდა ჩრდილოეთ გრენლანდიის ყინულებს. სპეციალისტები ცდილობდნენ გრენლანდიის ყინულის საფარის სისქე შეესწავლათ და მოულოდნელად დაინახეს ყინულების ქსელი, რომელიც თოვლის ქვეშ 30 მეტრის სიღრმეში იყო განთავსებული. „თავიდან არც კი ვიცოდით, თუ რასთან გვქონდა საქმე“, – განაცხადა მეცნიერთაგან ერთ-ერთმა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, რადარმა „საუკუნის ბანაკის“ კვალს მიაგნო – აშშ-ს სამხედრო ბაზას, რომელიც საიდუმლო პროექტის ფარგლებში 1950-იანი წლების ბოლოს ააგეს. ის წარმოადგენდა მთელ მიწისქვეშა ქალაქს, რომელიც ატომური რეაქტორიდან იღებდა ენერგიას. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ანალოგიურ არქტიკულ ქალაქებს ატომური აფეთქების გადატანაც კი შეუძლიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები