ნინი ქარსელაძე თემურ ებიტაშვილის პოტკკასტის სტუმარი იყო, სადაც მან მომავალ გეგმებზე ისაუბრა.
„ჩემი პატარ-პატარა საქმეები დავიწყე. არსად გამიჟღერებია, პირველად შენთან ვიტყვი. ერთ-ერთი არის ფონდი, რომელიც ონკოპაციენტებს დაეხმარება. ამ საქმის დაწყების ძალიან მეშინოდა, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში იმდენად იმატა ამ დაავადების პროცენტულმა მაჩვენებემა, რომ მინდა, ამ ადამიანებს მაქსიმალურად დავეხმარო“. – ამბობს ნინი ქარსელაძე.
