ყველგანმავალი Volvo XC90 დიდ ბრიტანეთში ყველაზე უსაფრთხო ავტომობილად დაასახელეს. კვლევითი ცენტრის Thatcham Research-ის მონაცემებით, 2002 წელს, გაყიდვების დაწყების მომენტიდან დღემდე ავარიაში არცერთი ადამიანი არ დაღუპულა. ინფორმაციას The Telegraph ავრცელებს.
სულ 2012 წლის შემდეგ გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე 50 000-ზე მეტი Volvo XC90 გაიყიდა. ექსპერტებმა ძირითად უპირატესობად ექსტრემალური მუხრუჭისა და შესაძლო შეჯახების გამაფრთხილებელი სისყტემები დაასახელეს – ყველგანმავალი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ასეთი ფუნქციებით აღიჭურვა.
Thatcham-ში სჯერათ, რომ მსგავსი სისტემების გამოყენება შეჯახების ალბათობას 38%-ით ამცირებს და უახლოეს ათწლეულში 1 100 სიცოცხლის გადარჩენას შეძლებს. გარდა ამისა, აღნიშნული სისტემები დაზღევის თანხასაც ამცირებენ.
2015 წელს ბოლო თაობის Volvo XC90-მა ორგანიზაცია Euro NCAP-ის რეკორდიც დაამყარა, მან იმ დროისათვის არსებული კრიტერიუმებით ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა. ქრაშ-ტესტებში ყველგანმავალმა 37 ქულა, ანუ 97% მიიღო შესაძლო მაქსიმალური შედეგიდან.