LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არსებობს მრავალი პროექტი, რომლითაც შესაძლებელია ასობით მილიონ ადამიანს საკვებზე უკეთესი წვდომა ჰქონდეს – FAO

87
shutterstock-619437314

მსოფლიოში 2030 წლისთვის სიღარიბის აღმოსაფხვრელად ყოველწლიურად 40-დან 50 მლნ დოლარამდე ინვესტიციაა საჭირო. ინფორმაციას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ავრცელებს, რომლის დირექტორიც ამბობს, რომ არსებობს მრავალი დაბალბიუჯეტიანი და მაღალეფექტიანი პროექტი, რომელთა წყალობითაც შესაძლებელია ასობით მილიონ ადამიანს საკვებზე უკეთესი წვდომა ჰქონდეს.

„მაგალითად, ინტერვენციებით შესაძლებელია ფერმების უკეთესი აღჭურვა ტექნოლოგიურად, ციფრული ინოვაციების შეტანა სოფლის მეურნეობაში, ქალებისთვის მეტი ცოდნის გაზიარება, რაც, შედეგად, შიმშილის შემცირებულ მაჩვენებელს მოგვცემს. ამასთანავე, საჭიროა მონაცემთა უკეთესი შეგროვება, ძლიერი ინსტიტუციები და უკეთესი მმართველობა. ჩვენი მიდგომები ეფექტური მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ ქვეყნებში ადგილობრივ მთავრობებთან და პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რადგან ტრანსფორმაციისკენ მიმავალი გზა ყველა ქვეყანას სპეციფიკური აქვს, ადგილობრივი გარემოებების გათვალისწინებით“, – აცხადებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის დირექტორი კუ დონჟუ.

მისივე ინფორმაციით, მეცნიერები, ფერმერები და მწარმოებლები მარტო ვერაფერს გახდებიან, თუ ამ პროცესში საკუთარ როლს თითოეული მომხმარებელი არ გაიაზრებს.

მსოფლიოში მოშიმშილე ადამიანების რაოდენობა კატასტროფულად გაიზარდა – FAO

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g