LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არსებობს შენობები, სადაც ხანძრის დროს, ადამიანს გადარჩენის შანსი არ აქვს” – როდის გახდება ცნობილი შემოწმების შედეგები

613
cms-image-000038432

14 თებერვლიდან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა საქართველოს მასშტაბით, სახანძრო უსაფრთხოების კუთხით, კანონით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების შემოწმება დაიწყო.

56 დაღუპული და 247 ტრავმირებული ადამიანი, 453 განადგურებული და 950 დაზიანებული შენობა-ნაგებობა – ასეთია 2018 წლის ხანძრის შედეგად მიღებული სტატისტიკა.

გაუმართავი ან არარსებული სახანძრო სისტემა რომ პრობლემას წარმოადგენს, ამას სტატისტიკაც გვიჩვენებს. “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში’’ შეტანილი ცვლილებების შემდეგ, სახანძრო უსაფრთხოების შემოწმებას დაექვემდებარა თითქმის ყველა შენობა-ნაგებობა.

შემოწმება სამ ეტაპად ჩატარდება:

  1. პირველ ეტაპზე, შენობა-ნაგებობის შემოწმებისას, გაიცემა რეკომენდაციები და ყველა მფლობელს მიეცემა გონივრული ვადა, მათ შესასრულებლად.
  2. განმეორებითი მონიტორინგის დროს სამსახური შეამოწმებს, რამდენად შესრულდა რეკომენდაციები.
  3. მესამე, საკონტროლო შემოწმებისას, სამსახური უფლებამოსილია, კრიტიკულად შეუსაბამო პირობების შემთხვევაში, სასამართლოს მიმართოს და მოითხოვოს შენობა ნაგებობის ექსპლუატაციის შეჩერება.

სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნის დარღვევა ან შეუსრულებლობა ჯარიმას ითვალისწინებს.

  • სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების დარღვევა ან შეუსრულებლობა 500 ლარის ოდენობით; იმავე ქმედების განსაკუთრებული ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის მოქმედების პირობებში ჩადენა 1000 ლარის ოდენობით;
  • შიდახანძარსაწინააღმდეგო პირველადი საშუალებისთვის სახანძრო უსაფრთხოების დარღვევა 1000 ლარის ოდენობით;
  • საევაკუაციო და ავარიული გასასვლელების, ხანძრის ავტომატური ქრობისა და სახანძრო სიგნალიზაციის არქონა 1000 – 5000 ლარამდე;
  • შენობა-ნაგებობასთან მისასვლელებისთვის დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა 1000 ლარის ოდენობით;
  • კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფების მიერ ხანძრის ჩაქრობის საქმიანობის წესებისა და მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა 5000 – 10 000 ლარამდე;
  • სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებზე საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების დარღვევა 1000 ლარის ოდენობით;
  • საგანგებო სიტუაციების დროს მოსახლეობის, მატერიალური და კულტურული ფასეულობების დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო მოთხოვნების შეუსრულებლობა 3000 ლარის ოდენობით;
  • წყალსადენის ქსელის მფლობელის ან ექსპლუატაციის გამწევი ორგანიზაციის მიერ სახანძრო ჰიდრატების მოვლა-პატრონობისთვის დადგენილი წესების დარღვევა ან შეუსრულებლობა 3000 – 5 000 ლარამდე;
  • საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფლებამოსილი პირისთვის ხელის შეშლა 1000 ლარის ოდენობით.

ახალი რეგულაციით, შემოწმებას დაექვემდებარა სასტუმროები, მცირე ზომისა და საოჯახო ტიპის სასტუმროები და ასევე, მცირე ზომის შენობა-ნაგებობები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მიშა ფეიქრიშვილი „ფორტუნასთან“ სახანძრო უსაფრთხოების კუთხით მიმდინარე შემოწმებაზე საუბრობს.

„ჯერ 2 კვირაც არ გასულა, რაც დავიწყეთ ეს შემოწმებები და ბუნებრივია, ზოგადი სურათის შესახებ საუბარი ნაადრევია. დარღვევებთან დაკავშირებით, მარტში ჩვენ გარკვეულ შუალედურ ინფორმაციას გამოვაქვეყნებთ და გავავრცელებთ ინფორმაციას, თუ როგორ მიმდინარეობს ზედამხედველობის კუთხით შემოწმება. (რამდენი შენობა-ნაგებობა შემოწმდა, რამდენ ობიექტს მიეცა რეკომენდაცია, რამდენი ობიექტი დაჯარიმდა და ა.შ.). გეგმაში გვაქვს, საზოგადოებას დეტალურად გავაცნოთ, სად როგორი ვითარებაა,“ – განაცხადა მიშა ფეიქრიშვილმა.

მისი განმარტებით, სახანძრო უსაფრთხოების კუთხით შემოწმება, აქამდეც ხორციელდებოდა მაგრამ, 14 თებერვალს შემოწმების ახალი ეტაპი დაიწყო.

„ყველა სამრეწველო ობიექტი საქართველოში სახანძრო უსაფრთხოების კუთხით შემოწმებას დაექვემდებარა. მაგ. აქამდე ჩვენი ზედამხედველობის სპეციალისტები, საოჯახო ტიპის სასტუმროში, რომელთა ნომრების რაოდენობა 100 ნომერზე ნაკლებს შეადგენს, ვერ შედიოდნენ,“ – ამბობს მიშა ფეიქრიშვილი.

კითხვაზე, იქნება თუ არა დაწესებული, ერთი და იგივე მიდგომები და მოთხოვნები სხვადასხვა შენობებისთვის, მიშა ფეიქრიშვილი აცხადებს, რომ მაღალ და დაბალსართულიანი შენობა-ნაგებობებისთვის სხვადასხვა მოთხოვნები დაწესდება.

„საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის აუცილებებლი იქნება, ცეცხლმაქრის და ალტერნატიული გასასვლელის არსებობა.

ბუნებრივია, ასეთი მოთხოვნები არ ექნება ისეთი ტიპის სასტუმროებს, რომლებიც 10, 15 და 20 სართულიანია. როდესაც საქმე მაღალსართულიან შენობებს ეხება, იქ პირველ რიგში, შენობის შიდა დაცვის სისტემამ უნდა გადაარჩინოს ადამიანები, ეს ჩვენი მოთხოვნათაგან ერთ-ერთი იქნება.

ასევე, უნდა მუშაობდეს ცეცხლის ამომცნობი საშუალებები, საგანგაშო სიგნალი, კვამლის გამწოვი სისტემები,“ – აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელი.

 

მიშა ფეიქრიშვილი ბაგა-ბაღების და სკოლების, სახანძრო უსაფრთხოების კუთხით შემოწმებასთან დაკავშირებითაც საუბრობს და აცხადებს, რომ ბაგა-ბაღების და სკოლების შემოწმება აქამდეც ხდებოდა.

მიშა ფეიქრიშვილი „უსაფრთხოების 50 გაკვეთილის“ მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას, მისი თქმით, პროექტი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და განათლების სამინისტროს ერთ-ერთი პროექტია, რომელიც საქართველოს მთელი მასშტაბით, გასულ წელსაც მიმდინარეობდა და სამოქალაქო უსაფრთხოების მიმართულებით, ცნობიერების ამაღლებას გულისხმობს.

„საქართველოს თითქმის ყველა სკოლაში ჩატარდა „უსაფრთხოების 50 გაკვეთილი“, რიგ სკოლებში ახლაც მიმდინარეობს. პერიოდულად მეხანძრე-მაშველები მიდიან სკოლაში ან ბაგა ბაღში, აწყობენ თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებებს. პრაქტიკულ სწავლებებში ვგულისხმობ იმას, თუ როგორ შეიძლება მოიქცე კონკრეტული საგანგებო სიტუაციების დროს. პროგრამა მოიცავს სიმულაციურ ვარჯიშებს მაგ. როგორ ვიქცევით მიწისძვრის, ხანძრის და სხავადსხვა საგანგებო სიტუაციების დროს,“ – განმარტავს ფეიქრიშვილი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელი „ფორტუნასთან“ საუბარში, საქართველოში სახანძრო უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს და მას არასახარბიელოდ აფასებს.

„დღესდღეობით საქართველოში ისეთი შენობები არსებობს, სადაც საგანგებო სიტუაციის დროს, ადამიანს გადარჩენის შანსი არ აქვს. არის ისეთი შენობები, რომლებიც პირდაპირ შეიძლება ვთქვათ, რომ უნდა დაინგრეს და თავიდან აშენდეს, იმიტომ რომ იქ სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით, არანაირი ნორმა არ არის დაცული, მაგრამ, ჩვენი სამსახურის მიდგომა ბუნებრივია, ასეთი რადიკალური არ იქნება.

ჩვენ ყველასთან კონსტრუქციულ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა ვიპოვოთ გამოსავალი და შევქმნათ უსაფრთხოების ისეთი სტანდარტი, რომელიც ადამიანს იმის განცდას დაუტოვებს, რომ კონკრეტული საშიშროების დროს, გადარჩენის შანსი ექნება,“ – განაცხადა მიშა ფეიქრიშვილმა.

რადიო “ფორტუნა” რამდენიმე სასტუმროს წარმომადგენელს გაესაუბრა. როგორც, საოჯახო ტიპის სასტუმროების მფლობელები აცხადებენ, მათ ნაწილს, სახანძრო უსაფრთხოების კუთხით მდგომარეობა მოწესრიგებული აქვთ, ნაწილი კი, სასტუმროს სტუმრებს სახანძრო უსაფრთხოების კუთხით, უზრუნველყოფილი ვერ ხვდება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ცვლილებას სასტუმროების წარმომადგენლები დადებითად აფასებენ.

ყველა თანხმდება, რომ მიუხედავად იმისა, რომ სასტუმროსთვის ეს შეიძლება დამატებით ხარჯებთან იყოს დაკავშირებული, კანონის გამკაცრება აუცილებელია.

შეგახსენებთ, სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე ჯარიმები 2018 წლის 1 აგვისტოდან გაიზარდა, რომლის მიხედვითაც, სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებულ ობიექტთა შორის განისაზღვრა: საკლუბო და გასართობ-დასასვენებელი ცენტრები, სასტუმროები, ტურისტული ბაზები, სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები, კემპინგებისა და საზოგადოებრივი კვების (რესტორანი) შენობა-ნაგებობები, მიუხედავად მათი ფართობისა და შენობებში მყოფ ადამიანთა რაოდენობისა.

2018 წლის 1 აგვისტოს მიღებული კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, სა­ხელ­მწი­ფო სა­ხან­ძრო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი ობი­ექ­ტე­ბია:

  • სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ორ­გა­ნო­ე­ბის კუთ­ვნი­ლი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი;
  • სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, სა­აღ­მზრდე­ლო, სპორ­ტუ­ლი, სა­მე­დი­ცი­ნო და სა­ნა­ხა­ობ­რი­ვი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი;
  • კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლ­თა ნუს­ხა­ში შე­ტა­ნი­ლი ობი­ექ­ტე­ბი;
  • 28 მეტრზე მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი;
  • ორი და მეტი მი­წის­ქვე­შა სარ­თუ­ლის მქო­ნე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი;
  • მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი შე­ნო­ბე­ბი და კომ­პლექ­სე­ბი, სა­ვაჭ­რო ცენ­ტრე­ბი და კომ­პლექ­სე­ბი, ჰი­პერ­მარ­კე­ტე­ბი, საკ­ლუ­ბო და გა­სარ­თობ-და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ცენ­ტრე­ბი, სას­ტუმ­რო­ე­ბის (მათ შო­რის, სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო), ტუ­რის­ტუ­ლი ბა­ზე­ბის, სა­ნა­ტო­რი­უ­მე­ბის, და­სას­ვე­ნე­ბე­ლი სახ­ლე­ბის, კემ­პინ­გე­ბის და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კვე­ბის ობი­ექ­ტის (რეს­ტო­რა­ნი) შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი;
  • 2000 მ2 და მეტი სა­ერ­თო ფარ­თო­ბის მქო­ნე სა­ცა­ლო და სა­ბი­თუ­მო სა­ვაჭ­რო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი/ტე­რი­ტო­რია;
  • სარ­კი­ნიგ­ზო და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ტრან­სპორ­ტის სად­გუ­რე­ბი, აგ­რეთ­ვე, მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის, სა­ჰა­ე­რო და სა­ზღვაო პორ­ტე­ბის (ნავ­სად­გუ­რე­ბის) შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი;
  • 500 მ3 და მეტი ჯა­მუ­რი მო­ცუ­ლო­ბის ავ­ზე­ბის მქო­ნე ნავ­თო­ბის ბა­ზე­ბი და ტერ­მი­ნა­ლე­ბი, ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბი­სა და კომ­პლექ­სე­ბის (ავ­ტო­გა­სა­მარ­თი, აირ­გა­სა­მარ­თი და აირ­სავ­სე­ბი სად­გუ­რე­ბი), თბო და ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რე­ბის შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი;
  • 1000 მ2 და მეტი ფარ­თო­ბის მქო­ნე ხან­ძარ­სა­ში­ში ნივ­თი­ე­რე­ბის, მა­სა­ლის, პრო­დუქ­ცი­ი­სა და ნედ­ლე­უ­ლის სა­სა­წყო­ბო შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი და სა­თავ­სე­ბი;
  • მარ­ცვლე­უ­ლის შე­სა­ნა­ხი ან/და გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი სა­წარ­მო­ე­ბი (წის­ქვილ­კომ­ბი­ნა­ტე­ბი), აფეთ­ქე­ბა­ხან­ძარ­სა­ში­ში ობი­ექ­ტე­ბი, აგ­რეთ­ვე, ხან­ძარ­სა­ში­ში ობი­ექ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც აფეთ­ქე­ბა­ხან­ძარ­სა­ში­ში სა­თავ­სი ან/და უბა­ნი აქვს;
  • სა­ხან­ძრო ჰიდ­რან­ტე­ბი (მი­უ­ხე­და­ვად მათი სა­კუთ­რე­ბის ფორ­მი­სა).

პოპულალურები