სამოქალაქო აქტივისტი ისაკო დევიძე, რომლის ბინაშიც ჩხრეკა მიმდინარეობდა, დაკავებულია.
ინფორმაციას მისი მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რის საფუძველზე და სად გადაიყვანეს.
დღეს პოლიცია ჩხრეკას ატარებდა რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტის სახლში, მათ შორის ჯგუფის „დაიტოვე“ დამფუძნებლების, ქრისტინე ბოტკოველის (ნენსი ვოლანდი) და ილია ღლონტის ბინებში.
შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 226-ე მუხლებით, რაც ჯგუფური ძალადობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ეხება.