LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან გულისამაჩუყებელია ისტორიების მოსმენა. დედა ნებისმიერისთვის მთავარი და ყველაზე საყვარელი ადამიანია, ამიტომ პროექტი ძალიან ემოციურია” – ირინა ჟორჟოლიანი

175
ირინა-ჟორჟოლიანი

რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ ახალი პროექტი „ბედნიერების მარათონი – დედის დღე Turkish Airlines-თან ერთად“, რომელიც ემიგრანტებს და მათი ოჯახის წევრებს სიყვარულის ერთთვიან მარათონში მონაწილეობას და მონატრების საკუთარი ისტორიების მოთხრობას სთავაზობს, ყოველ პარასკევს კვირის, 3 მარტს კი, საბოლოო გამარჯვებულს გამოავლენს, რომელსაც  ოჯახის წევრებთან შეხვედრას უნიკალური შანსი მისცემს.

დეტალურად პროექტზე Turkish Airlines-ის რეგიონული გაყიდვების და მარკეტინგის ხელმძღვანელმა ირინა ჟორჟოლიანმა ისაუბრა, რომელმაც კვირის გამარჯვებულიც დაასახელა.

ახალი პროექტის იდეა დედის დღის განსხვავებულად აღნიშვნის სურვილით გაჩნდა. მანამდე მსგავსი პროექტი არასდროს გვქონია, თუმცა დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გაამართლებს. ძალიან მიხარია პირველი კვირის შეჯამება, მით უფრო, რომ ყოველი კვირის გამარჯვებულს პრიზი გადაეცემა.

ძალიან გულისამაჩუყებელია ისტორიების მოსმენა. დედა ნებისმიერისთვის მთავარი და ყველაზე საყვარელი ადამიანია, ამიტომ პროექტი ძალიან ემოციურია. ვფიქრობ, ყველასთვის მარტივი და გასაგებია კონკურსის წესები. მსურველებმა მხოლოდ საკუთარი ემოციური ისტორიები უნდა გადმოსცენ ფურცელზე, რათა ჩვენც შევძლოთ მათი გაცნობა.

სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ გამარჯვებულის გამოვლენაზე არა მხოლოდ „ფორტუნას“ და Turkish Airlines-ის წარმომადგენლებმა, არამედ მსმენელმა, სოციალური ქსელის აქტიურმა მომხმარებელმა და პროექტში ჩაბმულმა უამრავმა ადამიანმა იმუშავა.

ძალიან მიხარია, რომ პირველი კვირის გამარჯვებული მარიამი ურიდია გახდა. მისი ისტორია მართლაც ემოციური იყო, რადგან პოეტურად გადმოსცა ყველა იმ ადამიანის გრძნობა, ვისაც ემიგრაციაში ჰყავს დედა.

მარიამ ურიდიას სთორი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები