სარა ჯესიკა პარკერი, კრისტინ დევისი, სინტია ნიკსონი, ნიკოლ არი პარკერი და სარიტა ჩოუდჰური ნიუ-იორკში სერიალ „ასე უბრალოდ” ახალი სეზონის ფოტოგადაღებაზე გამოჩნდნენ. HBO Max-ის სერიალის მესამე სეზონის პრემიერა 29 მაისსაა დაგეგმილი და იქამდე მსახიობებმა სპეციალურ გადაღებაზე მოიყარეს თავი.
სარა ჯესიკა პარკერი შეუდარებელი იყო „ვივიენ ვესტვუდის” მუქი ლურჯი ფერის საღამოს კაბაში, ნიკოლ არი პარკერი „სტელა მაკარტნის” ოქროსფერ მინი-კაბაში ბრწყინავდა, კრისტინ დევისი ვერცხლისფერ ყვავილებით გაფორმებულ კაბაში იყო გამოწყობილი. რაც ეხება სინტია ნიქსონს, მსახობს „რიჩარდ ქუინის” სალათისფერი ატლასისი კაბა ეცვა, ბეწვის მოსასხამით.
სარა ჯესიკა პარკერი და ჯონ კორბეტი სამგლოვიარო სამოსში, სერიალის „ასე უბრალოდ“ გადაღებებზე






