LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ასეთ დროს კვლავ ვალდებული ვართ მოგიწოდოთ და გთხოვოთ…” – NCDC განცხადებას ავრცელებს

2712
იულ

“დასრულდა კიდევ ერთი ურთულესი წელი. წელი, როდესაც ჩვენ კვლავ დაუღალავად ვებრძოდით უხილავ მტერს, რომელმაც ათასობით თანამემამულის სიცოცხლე წაგვართვა. ჩვენი გუნდი დღემდე ამ ფრონტის წინა ხაზზე იმყოფება და მიუხედავად საახალწლო დღეებისა, კვლავ ფხიზლად ემსახურება თითოეული ადამიანის ჯანმრთელობასა და სამშობლოს უსაფრთხოებას”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“მთელი წლის განმავლობაში დაუღალავად ვცდილობდით ყველაფერი გაგვეკეთებინა იმისათვის, რომ პანდემია შეგვეჩერებინა, რათა რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიგეღოთ თითოეულ თქვენგანს და ჩვენს ქვეყანას. გვქონდა წარმატებები და, რა თქმა უნდა, წარუმატებლობებიც. შევძელით და მილიონზე მეტი ადამიანი დავარწმუნეთ იმაში, რომ ვაქცინაცია უსაფრთხო და ყველაზე ეფექტური გზაა პანდემიის შესაჩერებლად.

თუმცა, მიუხედავად 2 წლიანი ურთულესი გზისა, ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, ახალი წელი ახალი გამოწვევით იწყება, გვაქვს მიზანი, რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ პანდემია და შევძლოთ თავისუფალი, უსაფრთხო ცხოვრება.

ასეთ დროს კვლავ ვალდებული ვართ მოგიწოდოთ და გთხოვოთ, თქვენი, თქვენი ახლობლებისა და ჩვენი ყველა თანამემამულის სიცოცხლის დასაცავად, ისევ ვიყოთ ფრთხილად, ვატაროთ პირბადე, მოვერიდოთ ფართომასშტაბიან ოჯახურ შეკრებებს, ავიცრათ ერთმანეთისთვის და ვინც ორჯერადად აცრილია, გავიკეთოთ ბუსტერ დოზა.

ახალი წელი კი ახალ იმედებთან, მოლოდინებთან, სიახლეებთან ასოცირდება. გვჯერა, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა უკვალოდ არ ჩაივლის, 2022 წელს სოლიდარობითა და პასუხისმგებლობით, საქართველოსა და ერთმანეთის სამსახურში გავაკეთებთ ყველაფერს, რათა საბოლოოდ დავასრულოთ პანდემია და გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვა.

გილოცავთ ახალ 2022 წელს! უპირველეს ყოვლისა გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებს, უსაფრთხო ცხოვრებას და განუზომელ სიხარულს!

გვჯერა, რომ პანდემიის წლებში თავგატეხილ მწუხარებას მალე სიხარული შეცვლის და ერთმანეთთან ძალიან ბევრი კარგი ამბავი გვექნება გასაზიარებელი”, – ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g