LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასეთ გულიან და სევდიან გასვენებას იშვიათად შევსწრებივარ.. ტაშით შეეგება ხალხი საყვარელ მსახიობს, თენგიზ არჩვაძეს, არ ემეტებოდათ კაცებს მისი სასახლე მიწის მისაყრელად“ – ჟურნალისტის ემოციური სტატუსი

2863
Untitled design

მსახიობი თენგიზ არჩვაძე დღეს დიდუბის პანთეონში, მეუღლის გვერდით დაკრძალეს.

თენგიზ არჩვაძის სამოქალაქო პანაშვიდზე: პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და თბილისის მერი მივიდნენ 

თენგიზ არჩვაძის შესახებ ჟურნალისტი ნუნუკა გრძელიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:

„დიდუბის ეკლესია. არ წყდება ხალხის ნაკადი და არ მიკვირს… ეგაა, რომ ეკლესიიდან ორი საათის ნაცვლად, სამის ნახევარზე გამოასვენეს.

ტაშით შეეგება ხალხი საყვარელ მსახიობს, ბატონ თენგიზ არჩვაძეს.

12 საათიდან იქ ვარ და, მინდა გითხრათ, ამ ზღვა ხალხში ერთი მომღიმრი ადამიანი არ შემინიშნავს. ასეთ გულიან და სევდიან გასვენებას იშვიათად შევსწრებივარ.

სვანები სამგლოვიარო ზარით გამოემშვიდობნენ კაცს, რომელმაც, შესაძლოა, ბევრჯერ წაიფორხილა ცხოვრების გზაზე, მაგრამ არასოდეს გადაუხვევია იმ გზიდან, რომელსაც ტაძრამდე მივყავართ.

იქვე, დიდუბის პანთეონში მეუღლის გვერდით, თავისი საყვარელი ადამიანების კოჰორტაში დაიდო ბინა.

ერეკლე საღლიანმა ბრძანა: „დღეს თენგიზ არჩვაძეს კი არ ვასაფლავებთ, დიდებას ვაბარებთ კაცს, რომლის გვერდით ყოფნაც კი საკმარისი იყო იმისთვის, რომ შენც განწმენდილიყავიო…

არ ემეტებოდათ კაცებს მისი სასახლე მიწის მისაყრელად. მაგრამ…

ამდენი ცრემლი, ამდენი გულნატკენი ადამიანი, ასეთი ნამდვილი ქართული დატირება და გულიანი გამოთხოვება მხოლოდ ღირსეულთა ხვედრია.

მარტო დღევანდელი დღე კმარა იმისთვის, რომ ბევრს გაუჩნდეს სურვილი, იცხოვროს წესიერი კაცის მანტიით.

ბატონმა თენგიზმა ანდერძი დატოვა. „არავითარი ზარ-ზეიმი, ხალხი არ გააწვალოთ, დიდუბის ეკლესიიდან იქვე გადამიყვანთ პანთეონშიო.

ანდერძს ამ სიტყვებით ამთავრებს: „გულით მიყვარხარ ჩემო სამშობლო“

ასე ჩავაბარეთ დიდებას, დიდებული და ულამაზესი ქართველი, ჩვენი თენგიზ არჩვაძე.

პს. არ გადამიღია გამოსვენების ფოტოები. არც მქონდა მაგის განწყობა და რომც მქონოდა, არ გადავიღებდი. ჩემთვის იგი სულ ისეთი დარჩება, როგორიც ამ ფოტოზეა“, – წერს ნუნუკა გრძელიშვილი სოციალურ ქსელში.

 

დიდუბის ეკლესია.
არ წყდება ხალხის ნაკადი და არ მიკვირს…
ეგაა,რომ ეკლესიიდან ორი საათის ნაცვლად, სამის ნახევარზე…

Posted by Nunuka Grdzelishvili on სამშაბათი, 31 ოქტომბერი, 2023

 

შეგახსენებთ, თენგიზ არჩვაძე 28 ოქტომბერს 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან ქართულ თეატრსა და კინოში 100-ზე მეტი როლი განასახიერა და არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნა.

„ვუსამძიმრებთ ოჯახს, კოლეგებსა და მთელ ქართველ საზოგადოებას თენგიზ არჩვაძის გარდაცვალებას“ – კულტურის სამინისტროს სამძიმარი

„თუ მომავალი თაობა მკითხავს რას ემსახურებოდიო, ვუპასუხებ რომ ღმერთს“ – თენგიზ არჩვაძე ნიკოლოზ წულუკიძის რუბრიკაში 

„ვიზიარებ თენგიზ არჩვაძის ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას, თანაგრძნობას ვუცხადებ მთელ საქართველოს“ – ირაკლი ღარიბაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები