LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასეთ მდგომარეობაში მისი ნახვა გულს გვტკენს“ – 74 წლის ოზი საყიდლებზე მარტო გადაიღეს

306
page

ოსბორნების ოჯახს ახლა საკმაოდ რთული პერიოდი აქვს. ლეგენდარული მუსიკოსი არაერთი ოპერაციის გადატანის შემდეგ თავს ცუდად გრძნობს. ის იმდენადაა დასუსტებული, რომ გადაადგილება უჭირს. რამდენიმე დღის წინ კი მისი მეუღლე, 70 წლის შერონი ცუდად  გახდა და ის კლინიკაში გადაიყვანეს.

ცოტა ხნის წინ 74 წლის არტისტი ლოს-ანჯელესში საყიდლებზე, მარტო გადაიღეს. ის ხელჯოხს ეყრდნობოდა და სიარული ძალიან უჭირდა. მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, The Black Sabbath-ის ფრონტმენი მაინც ელეგანტურად გამოიყურებოდა, მას შავი შარვალი, ამავე ფერის ზედა და კუბოკრული მანტო ეცვა.

„ასეთ მდგომარეობაში მისი ნახვა, გულს გვტკენს“, „ოზი გამაგრდი“, „მაინც ელეგანტურია“, – წერენ როკ-მუსიკოსის გულშემატკივრები.

ლეგენდარული ოზი ოსბორნი მეუღლემ სასეირნოდ გამოიყვანა

ოზი ოსბორნი ოპერაციის შემდეგ სცენაზე პირველად გამოჩნდა და ცეცხლი დაანთო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები