LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასეთი არსებები, როგორიც პოდოლიაკია, არის სამარცხვინო – ჩემი თხოვნა იქნება, ნახეთ, ვინ არის, რა ცხოვრებით ცხოვრობდა: კახა კალაძე

332
კალაძე - პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „მისთვის ამოუცნობია, როგორ შეიძლება ქართველ ხალხს ჰყავდეს ისეთი ოლიგარქი, როგორიც ივანიშვილია“, თბილისის მერი კახა კალაძე ეხმიანება და ამბობს, რომ „პოდოლიაკის განცხადება სამარცხვინოა“.

არავინ ეკითხება უკრაინის ხელისუფლებას ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლებაში და არც არასდროს შეეკითხება: ბექა დავითულიანი პოდოლიაკის განცხადებაზე

„პოდოლიაკის განცხადება არის სამარცხვინო, ჩვენ არაერთი სამარცხვინო განცხადება მოგვისმენია და ჩემი თხოვნა იქნება ძალიან მარტივი, ჩაეძიოთ და მოიკითხოთ, ვინ არის პოდოლაკი, ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ. უკრაინასთან ძალიან მჭიდრო კავშირები მაქვს, წლების განმავლობაში ვცხოვრობდი იქ ვთამაშობდი და ასეთი არსებები, როგორიც პოდოლიაკია, არის სამარცხვინო. ჩემი თხოვნა იქნება, ნახეთ, ვინ არის, რა ცხოვრებით ცხოვრობდა და რას წარმოადგენდა“, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები