LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასეთი გადაწყვეტილება, საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოსაც შეშურდებოდა” – კობახიძე რეზოლუციაზე

171
ირაკლი კობახიძე

ასეთი გადაწყვეტილება, საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოსაც შეშურდებოდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა და ევროპარლამენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

კობახიძის თქმით, კუბილიუსი საქართველოს ხელისუფლებას ესაუბრება არა ევროკავშირის ან „ევროპის სახალხო პარტიის“, არამედ გლობალური ომის პარტიის სახელით.

„ამ შემთხვევაში, საზოგადოება ხედავს ყველაფერს: ეს არის სისტემური პრობლემა, რომელიც აქვს ამ ინსტიტუტს, რასაც ჰქვია ევროპარლამენტი. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა და პირდაპირ ვიტყვი, ასეთი გადაწყვეტილება, საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოსაც შეშურდებოდა. მე კარგად მახსოვს 80-იანი წლების ბოლოს რაც ხდებოდა: გადაიცემოდა ხოლმე სსრკ-ის უზენაესი საბჭოს სხდომები. იქ რაც ხდებოდა, იგივე მოხდა ევროპარლამენტში დღესაც და წინა ორი რეზოლუციის შემთხვევაშიც, რაც კატასტროფაა.

მთავარია ქართული საზოგადოება რას როგორ აღიქვამს. რაც შეეხება ევროპარლამენტარებს და ამ ცვლილებების ინიციატორებს, მათ ყველაფერი ძალიან კარგად იციან: ისინი შეგნებულად მფარველობენ დამნაშავეს, დამნაშავეებს, დამნაშავე პოლიტიკურ ძალას, იმიტომ რომ მათ აქვთ კონკრეტული პოლიტიკური ინტერესი.

როდესაც დღეს ერთ-ერთი ოდიოზური ევროპარლამენტარი, კუბილიუსს ვგულისხმობ, საუბრობდა იმაზე, რომ მათი წესებით უნდა ვიმოქმედოთ ჩვენ, ის საუბრობდა სინამდვილეში არა ევროკავშირის და ევროპარლამენტის სახელით, ის საუბრობდა, თავისი პარტიის სახელით და ეს არ არის „ევროპის სახალხო პარტია“ – ეს არის გლობალური ომის პარტია.

ის სწორედ ამ გლობალური ომის პარტიის სახელით გვესაუბრებოდა, რომელსაც, სამწუხაროდ აქვს სერიოზული გავლენა ევროპარლამენტზე, იმდენად სერიოზული, რომ ისინი ახერხებენ კონკრეტული ჩანაწერების გატანას რეზოლუციებში,“ – აღნიშნა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

„რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს” – კახა კალაძე

„ბატონო ბიძინა, თამაში დასრულებულია, სასწრაფოდ მოგიწოდებთ ევროპარლამენტის რეზოლუციის შესრულებისკენ” – ლევან ხაბეიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g