LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასეთი ზეიმით სავსე ცხოვრება მეორე არც გამიგია, რამხელა სიყვარული და ისტორია დაიტია ამ უსაყვარლესმა ბიჭმა, რა მაგარი უნდა იყო, რომ 18 წლის ასაკში ეს შეძლო… მშვიდობით მეგობარო!“ – გიორგი ყიფიანი შოთიკო პეტრიაშვილს ემშვიდობება

533
გიორგი ყიფიანი

პოლიტიკოს ალექსი პეტრიაშვილის შვილს, 18 წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაცვლილ შოთიკო პეტრიაშვილს ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები ემშვიდობებიან.

ფოტო: „სულ ასეთი ლაღი მემახსოვრები კარგო ბიჭო, თვალწინ მიდგას როგორ ამბობდი ლექსს“ – შოთიკო პეტრიაშვილის მასწავლებელი

შოთიკო პეტრიაშვილს სოციალურ ქსელში სტატუსს უძღვნის მისი მეგობარი, ლეგენდარული ფეხბურთელის, დავით ყიფიანის შვილი, გიორგი ყიფიანი და მას ემოციურად ემშვიდობება:

„რამხელა სიყვარული და ისტორია დაიტია ამ უსაყვარლესმა ბიჭმა.

რა მაგარი უნდა იყო, რომ 18 წლის ასაკში ეს შეძლო… ასეთი ზეიმით სავსე ცხოვრება მეორე არც გამიგია.

შოთიკოს გაუმარჯოს თავისი ცხოვრებით და უსაყვარლესი მეგობრებით. ჩვენი ქვეყანა სწორედ ასეთი ადამიანებისგან უნდა შედგებოდეს.

მოუნელებელი ამბავია. მშვიდობით მეგობარო!“ – წერს გიორგი ყიფიანი სოციალურ ქსელში.

ბუკა პეტრიაშვილი: „გაგვიფრინდა ჩვენი შოთიკო, შოსტია შოთია!“

შოთიკო პეტრიაშვილი. რამხელა სიყვარული და ისტორია დაიტია ამ უსაყვარლესმა ბიჭმა. რა მაგარი უნდა იყო, რომ 18 წლის…

Posted by George Kipiani on კვირა, 13 ოქტომბერი, 2024

ნათია ფანჯიკიძე: „დათუნია ტედი, სიკეთისთვის და ჩახუტებისთვის დაბადებული ბავშვი, პაწაწინა რომ იყო, ერთხელაც კი არ გასჩენია პროტესტის გრძნობა, ნორმა ეგონა, რომ ვჯმუჯნიდით და ვკოცნიდით“

პრეზიდენტი: „სიტყვა არ მაქვს სათქმელი ან სანუგეშებელი, მაგრამ ამ პირობას შეგისრულებთ შვილო!“

„ჩემო კეთილო და ნათელო ვერ ვიჯერებ, რომ შენ, რომელსაც ასე გიყვარდა სიცოცხლე, აღარ იქნები ამ სამყაროში…მადლობა, რომ ჩემი კატოსთვის ასეთი მეგობარი იყავი შოთიკ!“ – რას წერს შოთიკო პეტრიაშვილის მეგობრის დედა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g