აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი ამერიკელებს მოუწოდებს, ზაფხული საქართველოში გაატარონ.
ფოტოებსა და გზავნილს ის სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„ყველაზე მეტად საქართველოს ბუნებრივი სილამაზე მიყვარს. საქართველოს სუნთქვისშემკვრელ პეიზაჟებს მხოლოდ მისი ისტორიულ-კულტურული სიმდიდრე და ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა თუ შეედრება. მოდით, გაატარეთ ზაფხული საქართველოში და თავად დარწმუნდით!” – წერს ელიზაბეთ რუდი.