LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის 5 შტატში უამინდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

273
01snowstorm-brief-nj-videoSixteenByNine3000-v2

უამინდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა აშშ-ის 5 შტატში.

“ბიბისის” ცნობით, აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროზე ქარბუქი და ძლიერი თოვლია, რამაც ტრანსპორტის კუთხით პრობლემები შექმნა, გაითიშა ელექტროენერგიაც.

თოვლისა და ქარიშხლის საფრთხის გამო ქვეყანაში 6 000-მდე ფრენა გაუქმდა. მასაჩუსეტში 100 000-მდე ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

მასაჩუსეტსის ზოგიერთ რაიონში 2,5 ფუტი (75 სმ) თოვლი დაფიქსირდა.

სინოპტიკოსები აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ დაბალი ტემპერატურა გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g