LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის ჰელსინკის კომისია ევროპულ საბჭოს მიმართავს, სტატუსი სამივე კანდიდატ ქვეყანას მიანიჭოს

218
სენატორი ბენ კარდინი

ამერიკის ჰელსინკის კომისია ევროპელ პარტნიორებს მოუწოდებს, სამივე კანდიდატ ქვეყანას – საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ. შესაბამისი განცხადება კომისიის თავმჯდომარე სენატორმა ბენ კარდინიმ, თანათავმჯდომარე რესპუბლიკელმა სტივ კოენმა, სენატორმა როჯერ უიკერმა, დეპუტატმა ჯო უილსონმა გააკეთეს.

განცხადების თანახმად, ჰელსინკის კომისია მიესალმება ევროკომისიის ისტორიულ გადაწყვეტილებას, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაციასთან დაკავშირებით. კომისია აღნიშნავს, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს ალიანსი და განსაზღვროს საგარეო პოლიტიკა.

„ქართველმა ხალხმა ასევე ბევრი შესწირა თავის ევროპულ იდენტობას რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, მიუხედავად რუსეთის აგრესიისა და მტკივნეული რეფორმების გამოწვევებისა. მათ აჩვენეს, რომ შეუძლიათ გაუმკლავდნენ გამოწვევას, თუ გზა სუფთაა.

ჩვენ გვჯერა, რომ მათაც უნდა შესთავაზონ თანაბრად კონკრეტული საგზაო რუკა ევროკავშირის წევრობისკენ. ამ კვირას ევროპის საბჭოს შეხვედრის წინ, ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს, სამივე ქვეყანას მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი.“– ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ კომისიას სჯერა, კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანას მისცემს ბრძოლის შანსს საერთო ევროპულ ოცნებაში.

ურსულა ფონ დერ ლაიენი: წარმატების მისაღწევად, საქართველო უნდა გაერთიანდეს პოლიტიკურად

magti 5g