მსოფლიო დოლი პარტონს ემშვიდობება — ქანთრი მუსიკის ლეგენდა, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გარდაიცვალა საკულტო არტისტი – დოლი პარტონი
ტენესის შტატსა და ნეშვილში, მუსიკოსის დიდების ხეივანში, მის ვარსკვლავთან ათასობით გულშემატკივარი იკრიბება, რომელთაცც ყვავილები, ბარათები და სიმბოლური ვარდისფერი ბუშტები მიაქვთ.
ნიუ-იორკის სიმბოლო, Empire State Building და აშშ-ის სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა, შემსრულებლის ხსოვნის პატივსაცემად, მის საფირმო ვარდისფერ ფერში განათდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, გამოსცა ოფიციალური ბრძანება, რომლის თანახმად, მთელი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო დროშები ერთი კვირის განმავლობაში დაშვებული იქნება.
ტრამპმა აღნიშნა, რომ პარტონი იყო ერთ-ერთი უდიდესი მომღერალი ისტორიაში, რომლის მსგავსიც არასდროს ყოფილა და არც იქნება.