LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის საელჩო – დაჟინებით მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ოფიციალურად უარყოს კანონპროექტები და აღარ მიჰყვეს ამ ტიპის კანონმდებლობას, რომელიც შეუთავსებელია ქართულ და ევროპულ ღირებულებებთან

119
საელჩო

აშშ-ის საელჩო საქართველოში აშშ-ის საელჩო საქართველოში მიესალმება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას „უცხოური გავლენის” შესახებ და „დაჟინებით“ მოუწოდებს მმართველ პარტიას, ოფიციალურად უარყოს კანონპროექტები და აღარ მიჰყვეს ამ ტიპის კანონმდებლობას, რომელიც შეუთავსებელია ქართულ და ევროპულ ღირებულებებთან და ფუნდამენტური თავისუფლების დაცვასთან.

„ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ ნათლად თქვა, რომ საქართველოს ერთადერთი არჩევანი უსაფრთხო და წარმატებული ევროპული მომავალია. მივესალმებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას „უცხოური გავლენის” შესახებ ორივე კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით. დაჟინებით მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, რომ ოფიციალურად უარყოს ეს კანონპროექტები და აღარ მიჰყვეს ამ ტიპის კანონმდებლობას, რომელიც შეუთავსებელია ქართულ და ევროპულ ღირებულებებთან და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვასთან.

მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, რომ გულწრფელად ერთად იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის სასწრაფოდ საჭირო რეფორმებზე, რაც საქართველოს მოქალაქეების მკაფიო სურვილია”, – აღნიშნავს საელჩო განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები