LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის საელჩო: კრემლის ერთ-ერთი სამიზნე საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებაა

136
Untitled design

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებით, საქართველოში კრემლის ერთ-ერთი სამიზნე სამოქალაქო საზოგადოებაა.

როგორც დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აშშ-ის საელჩო ქართული სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას და მათთან თანამშრომლობას გააგრძელებს:

„შემთხვევითი არ არის, რომ კრემლის ერთ-ერთი სამიზნე საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებაა. უდავოდ, ძლიერ დემოკრატიას მოაქვს კეთილდღეობა და უსაფრთხოება. მაგრამ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების გარეშე დემოკრატიას წარმატების იმედი არ აქვს.

შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართული სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას და მათთან თანამშრომლობას საქართველოს ინსტიტუტების გასაძლიერებლად.

საქართველომ უნდა გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმები, რომ მიაღწიოს უფრო უსაფრთხო და წარმატებული ევროპული მომავლის მიზანს – ეს არის ის, რაც საქართველოს მოქალაქეებს სურთ და რასაც ისინი იმსახურებენ“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები