LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის საელჩო: „რატომ აყენებს „ქართული ოცნება“ ამერიკასთან პარტნიორობას რისკის ქვეშ 1.8%-ის გამო?

159
აშშ-ის საელჩო

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოციალურ ქსელში მორიგ ინფორმაციას ავრცელებს და სვამს კითხვას, თუ რატომ აყენებს „ქართული ოცნება“ აშშ-თან პარტნიორობას რისკის ქვეშ.

აშშ-ის საელჩო აქვეყნებს დიაგრამა, რომელზეც გამოსახულია ISFED-ის მიერ გამოქვეყნებული, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები – პირვანდელი [შეცდომით] და ჩასწორებული ვარიანტებით და წერს: „რატომ აყენებს „ქართული ოცნება“ ამერიკასთან პარტნიორობას რისკის ქვეშ 1.8%-ის გამო?“

„ქართული ოცნების მხრიდან ხშირი ცრუ განცხადებების საპასუხოდ, რომ 2020 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ი სახელმწიფო გადატრიალებას შეეცადა, აღვნიშნავთ, რომ ISFED-ის მონაცემებით 2020 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება თავიდანვე დადასტურდა“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქართული ოცნების მხრიდან ხშირი ცრუ განცხადებების საპასუხოდ, რომ 2020 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ი სახელმწიფო…

Posted by US Embassy Tbilisi, Georgia on ოთხშაბათი, 02 ოქტომბერი, 2024

აშშ-ის საელჩო: „მეორე ფრონტთან“ დაკავშირებული ცრუ ბრალდებების გამო, აშშ-მა „ღირსეული პარტნიორის” წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადადო… რატომ გავანადგურებთ იმას, რასაც 32 წელია სათუთად ვაშენებთ?“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g