აშშ-ის ზარაფხანამ (US Mint) სტივ ჯობსის პატივსაცემად გამოშვებული 1 დოლარიანი სამახსოვრო მონეტის ოფიციალური დიზაინი წარადგინა.
აღნიშნული მონეტა American Innovation $1 Coin Program-ის ნაწილია, რომელიც იმ ადამიანებს მიაგებს პატივს, რომლებმაც ამერიკული კულტურა და ინდუსტრია შეცვალეს.
მონეტის ერთ მხარეს თავისუფლების ქანდაკება ამშვენებს, მეორე მხარეს კი ახალგაზრდა სტივ ჯობსია გამოსახული, რომელიც ჩრდილოეთ კალიფორნიის პეიზაჟის ფონზე ფეხებგადაჯვარედინებული ზის. იგი აქაც კარგად ნაცნობი ზედით, ჯინსითა და სპორტული ფეხსაცმელებითაა წარმოდგენილი. პორტრეტის ირგვლივ შემდეგ წარწერებს ამოიკითხავთ: United States of America; California; Steve Jobs; Make Something Wonderful. აღსანიშნავია, რომ ფრაზა „Make Something Wonderful“ 2023 წლის ჯობსის ხელნაწერებისა და სიტყვით გამოსვლების კოლექციას ეხმიანება.
მონეტის დიზაინზე პოლ რომანომ და ჯონ მაკგრიუმ იმუშავეს.
მონეტა 2026 წლის დასაწყისში 13.25 დოლარად US Mint-ის ვებგვერდიდან გაიყიდება.