ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს შესაძლოა სანქციები დაუწესოს.
საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებული კანონპროექტი კონგრესში მეორედ შევიდა, რომლის თანახმადაც სანქციები დაუწესდება საქართველოს მთავრობას, თუ დადგინდება, რომ მისი მოქმედებები ძირს უთხრის ბიზნეს ოპერაციებში ჩართულ ამერიკელებთან დადებულ ხელშეკრულებებს და მათ წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს.
თუ სანქციები დაწესდება, შეერთებული შტატები საქართველოს ფინანსურ დახმარებას შეუჩერებს, კონკრეტულ პირებს კი შეერთებულ შტატებში შესვლა აეკრძალებათ და ვიზებით სარგებლობაც შეეზღუდებათ.
შეგახსნებთ, კანონპროექტის ავტორი “რესპუბლიკელი” კონგრესმენი მარკვეინ მალინია.

