LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ: მადლობას ვუხდით საქართველოს უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებისთვის

80
georgia-us-flags

ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება აზერბაიჯანის მიერ 15 სომეხი დაკავებული პირის გათავისუფლებას და სომხეთში მათ ოჯახებში დაბრუნებას. აღნიშნულ საკითხზე განცხადებას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

აშშ მადლობას უხდის საქართველოს მთავრობას ფასილიტაციისთვის:

ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციისა და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა

„ჩვენ მადლობელი ვართ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს მთავრობის მეტად მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელიც საქართველომ ითამაშა იმ ნაბიჯების განხორციელების ხელშესაწყობად, რითაც რეგიონის მოსახლეობა დაახლოვა ისეთ მშვიდობიან და წარმატებულ მომავალთან, რომელსაც ის იმსახურებს.

შეერთებული შტატები მოხარულია, რომ მხარს უჭერს მოვლენების ამგვარ განვითარებას და იმედოვნებს, რომ ამით საფუძველი ჩაეყრება უფრო მეტ თანამშრომლობას. ჩვენ განვაგრძობთ ყველა დაკავებული პირის დაბრუნების მოთხოვნას და მზად ვართ, დავეხმაროთ რეგიონის ქვეყნებს მათ ძალისხმევაში, გააგრძელონ თანამშრომლობა და გადაჭრან მათ შორის არსებული პრობლემები.

ჩვენ, ასევე, ვაგრძელებთ მოწოდებას სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართ, განაახლონ არსებითი მოლაპარაკებები, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით, კონფლიქტის სრული პოლიტიკური მოგვარების მიზნით”, – ნათქვამია განცხადებაში.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო – ვაფასებთ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ჰუმანიტარული აქტის განხორციელებაში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g