LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ, მარცვლეულის ექსპორტზე ბლოკადის მოხსნის მიზნით, უკრაინასთან ალტერნატიულ გეგმაზე მუშაობს

139
a8073a11620c954482e71d56894f9e45

ამერიკის შეერთებული შტატები, მარცვლეულის ექსპორტზე ბლოკადის მოხსნის მიზნით, უკრაინასთან ალტერნატიულ გეგმაზე მუშაობს, მას შემდეგ რაც რუსეთმა ოდესის პორტზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.

ინფორმაციას CNN ავრცელებს, USAID-ზე დაყრდნობით, და წერს, რომ ალტერნატიული გეგმა მოიცავს საკუთარ თავში საავტომობილო, სარკინიგზო და მდინარის ტრანსპორტს, ასევე ბარჟების გაგზავნას და სარკინიგზო სისტემის იმგვარად მორგებას, რომ ის შეესაბამებოდეს ევროპულ სისტემას, რათა ექსპორტი უფრო სწრაფად განვითარდეს.

ამასთან, აშშ კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g