LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ რემდესივირის მიწოდებას იწყებს

120
remedesviri

კომპანია „გილიადის“ აღმასრულებელი დირექტორი, დენიელ ოდეი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური მთავრობა “რემდესივირის” ათობით ათასი კურსისთვის საჭირო დოზის პაციენტებისთვის მიწოდებას მიმდინარე კვირის დასაწყისში დაიწყებს, – ამის შესახებ შესახებ მან ტელეკომპანია „სიბიესის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა განსაზღვრავს, თუ რომელი ქალაქებია ყველაზე მეტად მოწყვლადი ეპიდემიის წინაშე და სად არიან პაციენტები, რომლებსაც ეს მედიკამენტი ყველაზე მეტად ესაჭიროებათ.

„ჩვენ ვგეგმავთ, პრეპარატი პაციენტებს მომავალი კვირის დასაწყისში მივაწოდოთ, ვიწყებთ მუშაობას მთავრობასთან, რომელიც განსაზღვრავს, რომელი ქალაქებია ყველაზე მეტად მოწყვლადი და სად არიან პაციენტები, რომლებსაც ეს მედიკამენტი სჭირდებათ“, – განაცხადა ოდეიმ.

შეგახსენებთ, რომ ორი რამდენიმე დღის წინ აშშ-ის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციამ „გილიადის“ მიერ წარმოებული მედიკამენტი რემდესივირი „კოვიდ-19“-ის სამკურნალოდ დაამტკიცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g