LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ს პრეზიდენტის უნიკალურ Lamborghini-ს აუქციონზე გაყიდიან

122
Screenshot 2024-01-09 113825

აშშ-ს ექსპრეზიდენტის უნიკალურ Lamborghini Diablo-ს აუქციონზე გაყიდიან. Barret-Jackson-ის აუქციონის ვაჭრობის შემდეგ მფლობელს იტალიური სუპერქარის ღია ვერსია შეიცვლის. ავტომობილი დონალდ ტრამპის ინდივიდუალური შეკვეთითაა დამზადებული. მილიარდერმა პოლიტიკოსმა Lamborghini-თან განსაკუთრებული ურთიერთობით ისარგებლა და სპეციალური კონფიგურაცია შეუკვეთა. როდსტერი Diablo VT ღია ცისფერშია შესრულებული და ეს ფერი 1997 წლის სუპერქარების პალიტრაში საერთოდ არ ყოფილა.

ტრამპი ამ ავტომობილს 2002 წლის ზაფხულამდე მართავდა. შემდეგ სუპერქარმა ორი პატრონი გამოიცვალა და ოდომეტრის მაჩვენებელი 40 ათას კილომეტრს შეადგენს.

ავტომობილი 5,7 ლიტრის მოცულობის V12 ძრავითაა დაკომპლექტებული და აგრეგატს 499 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. სავარაუდო ფასი 200-600 ათასი დოლარი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები