LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ს სპეცდანიშნულების რაზმმა,სავარაუდოდ, პანკისელი თარხან ბათირაშვილი დააკავა

93

ამერიკულმა სპეცდანიშნულების რაზმმა ერაყის პროვინცია კირკუკში სპეცოპერაციის შედგად აბუ ომარ აშ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი დააკავეს, ინფორმაციას დასავლურ სააგენტოებზე დაყრდნობით Tass ავრცელებს.

აშ-შიშანთან ერთად დაკავებულია „ისლამური სახელმწიფოს“ კიდევ ორი საველე მეთაური, ასევე, სადესანტო ოპერაციის ფარგლებში ლიკვიდირებულია დაჯგუფების შვიდი წევრი.

ცოტა ხნის წინ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია თარხან ბათირაშვილის გარდაცვალების შესახებ, თუმცა ცნობა არ დადასტურდა. ოფიციალური მონაცემებით, აშშ-ს სპეცდანიშნულების რაზმი 100 ადამიანის შემადგენლობით ერაყში 21 დეკემბერს შევიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები