LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ს თავს დამტყდარმა ქარიშხალმა ფარეხიდან სულ ახალი McLaren P1 გაიტაცა

25
მაკლარენი

ცოტა ხნის წინ ფლორიდას შტატს ქარიშხალი დაატყდა თავს და სპეციალისტებმა მას მეოთხე კატეგორია მიაკუთვნეს. სტიქიამ ათობით სახლი დაანგრია და ელექტრო გადამცემების ხაზები დააზიანა. თავისი საკუთრება ბევრმა ამერიკელმა დაკარგა და მათ შორის იყო სატრანსპორტო საშუალებები, რომელიც წყლის დაუმორჩილებელმა ნაკადმა წაიღო. ერთ-ერთი დაზარალებულია მამაკაცი სახელად ერნი, რომელმაც ერთი კვირის წინ ნაყიდი სულ ახალი სუპერქარი McLaren დაკარგა.

ერნიმ სპორტქარი ადგილობრივ სადილერო ცენტრში იყიდა და თითქმის ერთი მილიონი დოლარი გადაიხადა. ამ დროის განმავლობაში მას საშუალებაც არ მიეცა, რომ ნანატრი სუპერქარი დაეტესტა. ქარიშხლის დროს ავტომობილი ჯერ დაიტბორა, შემდეგ კი საერთოდ ფარეხიდან გავიდა. მფლობელს მხოლოდ ის დარჩენოდა, ეყურებინა თუ როგორ მიცურავდა მისი ძვირადღირებული სუპერქარი გაურკვეველი მიმართულებით.

ქარიშხლის დროს ერნიმ თავისი Rolls-Royce Ghost-იც დაკარგა. მამაკაცი იმედს არ კარგავს, რომ ორივე ავტომობილის აღდგენას შეძლებს, თუმცა მსგავსი დაზიანებები შესაძლოა გამოუსწორებელი იყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები