LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში ქართველი პიანისტი პიტბულმა დაგლიჯა და გარდაიცვალა – ძაღლი მის შვილს ეკუთვნოდა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დაიღუპა

17389
ქარტველიიპიანისტი

ლონგ აილენდში მცხოვრები ქალი გარდაცვლილი იპოვეს. მისი სხეული დასახიჩრებული უკანა ეზოში აღმოაჩინეს. პოლიციის ინფორმაციით, მას თავს დაესხა ძაღლი, რომელიც მის შვილს ეკუთვნოდა, რომელიც რამდენიმე კვირით ადრე გარდაიცვალა. გარდაცვლილი ქალი ქართველი პიანისტი მარინა გაბუნიაა. ინფორმაციას NBC  ავრცელებს.

სახლში დაბრუნებულმა მეუღლემ, გარდაცვლილი ქალის დასახიჩრებული სხეული ეზოში ნახა.

მამაკაცმა პოლიცია გამოიძახა და ოფიცერმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე მივიდა ესროლა ძაღლს, მას შემდეგ, რაც ძაღლი მასაც დაესხა თავს. პოლიციის თქმით, ოფიცერი საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციამ შემთხვევის ადგილს საზარელი უწოდა.

პოლიციის ცნობით, 7 წლის პიტბული გარდაცვლილის მარინა გაბუნიას გერს ეკუთვნოდა, რომელიც ორი კვირის წინ მოტოციკლეტით ავარიაში დაიღუპა. მისი გარდაცვალების შემდეგ ძაღლს მისი მშობლები უვლიდნენ.

გამომძიებლებმა არ იციან, როგორ და რატომ დაესხა თავს ცხოველი ქალს. მისამართიდან ძაღლის შესახებ შეტყობინებები ან პრეტენზია მანამდე არ შესულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g