LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო

124

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო, ხმის მიცემის პროცედურა ნიუ-ჰემფშირის ერთ პატარა დასახლებაში უკვე მიმდინარეობს.

დიქსვილ ნოტჩში ამომრჩევლებს არჩევანის გაკეთება ადგილობრივი დროით ღამის 12 საათიდან შეუძლიათ.

ტრადიციულად, საარჩევნო უბნები დიქსვილ ნოტჩში ღამით გაიხსნა, შედეგები კი ხშირად სხვადასხვა გამოკითხვის შედეგებზე ადრე ხდება ცნობილი. დასახლება ცნობილი სწორედ ხმის ღამით მიცემის ტრადიციით გახდა ცნობილი. დიქსვილ ნოტჩი კანადის საზღვართან ახლოს მდებარეობს და იქ სულ 12 ადამიანი ცხოვრობს.

შუაღამისას საარჩევნო უბნები ნიუ-ჰემფშირის კიდევ რამდენიმე დასახლებაში გაიხსნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები