LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში უსიმპტომო კოვიდ ინფიცირებულებისთვის იზოლაციის ვადა 5 დღემდე შემცირდა

84
კოვიდი აშშ-ში

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტებისთვის იზოლაციის ვადა შემცირდა. აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა (CDC) კორონავირუსის მართვის რეკომენდაციებში სიახლეები ორშაბათს დაამტკიცა. ამის შესახებ CNN წერს.

დოკუმენტის თანახმად, ამიერიდან, პაციენტებს, რომლებსაც გამოვლენილი სიმპტომები არ აქვთ, ათის ნაცვლად  ხუთ დღიანი იზოლაციის ვალდებულება ექნებათ, ოღონდ იმ პირობით, რომ კიდევ სულ მცირე 5 დღეს სხვა ადამიანების გარემოცვაში ნიღაბს გაიკეთებენ.

ოფიციალური უწყების ამ გადაწყვეტილებას მოქალაქეების მხრიდან უკვე მოჰყვა კითხვები.

ბრიფინგზე CDC-ს ხელმძღვანელს, ანტონი ფაუჩის ჟურნალისტებმა ჰკითხეს, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი მეცნიერულია თუ „ეფუძნება საზოგადოებისა და ბიზნესის წნეხს“.

„ეჭვგარეშეა, თქვენ გენდომებოდათ ადამიანების სამუშაო ადგილზე დაბრუნდება, თუ მათ არ აქვთ სიმპტომები,“ – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ და დასძინა, რომ ინფიცირებიდან 10-დღიანი ინტერვალის მეორე ნახევარში გადადების რისკი მნიშვნელოვნად იკლებს.

„ეს ცვლილება ეფუძნება მეცნიერულ კვლევებს, რომლებიც აჩვენებს, რომ SARS-CoV-2-ის გადადების შემთხვევების უმრავლესობა ხდება დაავადების ადრეულ სტადიაზე – სიმპტომების გამოვლენიდან პირველ-მეორე დღეს და სიმპტომების გამოვლენის შემდეგ 2-3 დღის განმავლობაში.

შესაბამისად, ადამიანები ტესტის დადებითი პასუხიდან 5 დღის განმავლობაში იზოლაციაში უნდა იყვნენ და თუ ამ პერიოდისთვის ისინი უსიმპტომოები იქნებიან, მათ შეეძლებათ იზოლაციის დატოვება, თუ ისინი გააგრძელებენ ნიღბის ტარებას დამატებითი 5 დღის განმავლობაში სხვების დაინფიცირების რისკების შესამცირებლად,“ – განმარტავს ფაუჩი.

მისივე თქმით, 5-დღიან „კარანტინზე“ უახლოეს პერიოდში „დამატებითი განმარტებები“ გავრცელდება, მათ შორის, ასეთ შემთხვევებში ასიმპტომური მოქალაქეების ტესტირებაზეც.

ცვლილებები ასევე ეხება ინფიცირებულთან კონტაქტსაც კერძოდ: კონტაქტის შემდეგ ვაქცინირებული ადამიანისთვის იზოლაციის ვადად 5 დღე დადგინდა, ხოლო თუ ადამიანი 2-ჯერადად ვაქცინირებულია და ე.წ. ბუსტერ დოზითაცაა აცრილი – მას შესაძლოა, საერთოდ აღარ დასჭირდეს იზოლაცია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g