LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში ვიზიტად მყოფი საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ერიკა ოლსონს შეხვდა

112
ხსწწწწწწწწწწ

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილეს ევროპის და ევრაზიულ საკითხებში, ერიკა ოლსონს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა სტარეგიული პარტნიორობის ფარგლებში არსებულ საკითხებზე ისაუბრეს.

ერიკა ოლსონი რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ქართველი დეპუტატების ხედვით დაინტერესდა.

შეხვედრაზე „3+3“ ფორმატის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრეს, რომელიც 10 დეკემბერს მოსკოვში უნდა გაიმართოს.

საქართველოს პარლამენტის წევრებმა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს მკაფიოდ განუმარტეს საქართველოს პოზიცია, თუ რატომ არის საქართველო წინააღმდეგი და რატომ არ მონაწილეობს ამ ფორმატში.

გარდა ამისა, ერიკა ოლსონთან შეხვედრისას, განიხილეს საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი, ეკონომიკური და დემოკრატიული მიმართულებით სამომავლო განვითარების შესაძლებლობები, ისაუბრეს სასამართლო რეფორმაზე.

ქართველმა დეპუტატებმა ღიად განაცხადეს, რომ ისინი მიესალმებიან სასამართლო რეფორმის შემდგომ განხორციელებას და მასში საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობას. როგორც აღინიშნა, შემდგომ რეფორმას სჭირდება ანალიზი იმისა, თუ რა გაკეთდა და რა საჭიროებები შეიძლება გამოიკვეთოს კიდევ, რათა მიღებული იქნას ახალი კანონმდებლობა და ის იყოს საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში.

შეხვედრისას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა პოლარიზაციის შემცირების აუცილებლობას და როგორც აღინიშნა, ეს შესაძლებელია მხოლოდ პარლამენტში პოლიტიკური პარტიების ურთიერთთანამშრომლობით, საგმობრივი მსჯელობებით და დისკუსიებით.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური გეგმების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

შეხვედრაზე მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და შრომის საკითხებში, კარა მაკდონალდმა.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი.

პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები