აშშ სირიიდან თავის შეიარაღებულ ძალებს აპრილის ბოლოსთვის სრულად გაიყვანს, – ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal ამერიკელი მაღალჩინოსნების განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სირიიდან აშშ-ის შეიარაღებული ძალების კონტინგენტის ძირითადი ნაწილი მარტის შუა რიცხვებისთვის იქნება გაყვანილი. აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდლობა ჯარის გაყვანაზე ამახვილებს ყურადღებას, ვინაიდან ძალები, რომლებსაც მხარს უჭერს აშშ, უახლოეს დღეებში „ისლამური სახელმწიფოს“ უკანასკნელი ტერიტორიების აღებას გეგმავენ.
გამოცემის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ჯერ კიდევ არ შეუმუშავებია გეგმა, რომელიც ამერიკული ჯარების სირიიდან გასვლის შემდეგ, სირიაში ქურთი მეამბოხეების დაცვას უზრუნველყოფს.