ამერიკის საელჩო ვიზის გაცემამდე სოციალური ქსელების პაროლებს მოითხოვს. „BBC news”-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული უსაფრთხოების მდივანმა ჯონ კელიმ განუცხადა. იმისათვის, რომ უცხოელებმა შტატებში მოხვედრა შეძლონ, მათ დეტალური შემოწმების გავლა მოუხდებათ და ერთ-ერთი პუნქტი სოციალური ქსელების ექაუნთებიც იქნება.
ახალი წესი პირველ რიგში 7 ქვეყანას – სუდანს, იემენს, ლიბიას, სომალს, ერაყს, ირანსა და სირიას შეეხება. ხოლო, თუკი ამ ქვეყნების მოქალაქეები თანამშრომლობაზე უარს განაცხადებენ, მათ ქვეყნის ტერიტორიაზე არ დაუშვებენ.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი ჯერჯერობით დამუშავების პროცესშია და გადაწყვეტილება მიღებული არ არის.