LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Aston Martin-ის უნიკალური დიზაინის იახტა 2,2 მილიონ დოლარად შეფასდა (ფოტო)

127

ავტომწარმოებელმა კომპანიამ Aston Martin უნიკალური დიზაინის მქონე იახტა AM37 წარადგინა. მის დამზადებაზე ბრიტანელებთან ერთად იტალიური კომპანია Quintessence Yachts-ის ინჟინრები მუშაობდნენ. იახტის შემქმნელების განცხადებით, AM37 მაქსიმალური კომფორტის, მართვისგან მიღებული სიამოვნებისა და ადრენალინის მაქსიმალურად შეგრძნებისთვის დამზადდა.

როგორც კრიტიკოსები ამბობენ, იახტა ელეგანტური, მდიდრული, ფუნქციონალური, კომფორტული და ინოვაციურია. ეს ყველაფერი კი ბრიტანელების დამსახურებაა,  რადგან Aston Martin-ის მიერ წარმოებული ავტომობილები, ნამდვილად აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმს, რომელიც მას მსოფლიოს ერთ-ერთ წარმატებულ კომპანიად ქმნის.

AM37-ის ძრავის სიმძლავრე 430 ცხენის ძალას შეადგენს. აგრეთვე აღსანიშნავია უნიკალური დიზაინიც. ნატურალური ტყავისა და ხის მასალის გამოყენებით, მისმა შემქმნელებმა იახტას მდიდრული იერი შესძინეს.

Aston Martin-ის იახტის შეძენა გაზაფხულის ბოლოსთვის იქნება შესაძლებელი, მისი საბაზრო ღირებულება კი 2,2 მილიონ დოლარს შეადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები