LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Aston Martin-ის ვალმა მილიარდ ფუნტ სტერლინგს გადააჭარბა

43
aston-martin

სპორტქარების ბრიტანული მწარმოებელი Aston Martin ძალიან რთულ მდგომარეობაშია. გამოცემა Drive-მა Aston Martin-ის უახლესი ანგარიში გაავრცელა და ამ დოკუმენტებიდან ბრენდის სუფთა ვალი მილიარდ ფუნტ სტერლინგს აჭარბებს. ვალების გასტუმრების შემდეგ კომპანიას სულ რამდენიმე მილიონი თუ დარჩება.

იანვრიდან მარტის თვემდე Aston Martin-ის ზარალმა 47,7 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეადგინა, რამაც კომპანიას რეკორდული რაოდენობის ვალი დაადო. შედარებისთვის, 2021 წლის პირველ კვარტალთან, ბრიტანული მწარმოებლის ვალი 722,9 მილიონი ფუნტი იყო.

Aston Martin უკვე კარგა ხანია რაც ფინანსურ სირთულეებს განიცდის. უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში მწარმოებელმა მხოლოდ 2 წელი დაასრულა მოგებით, 2018 წელს კი კომპანიის აქციები 90%-ით დაეცა. ბრენდის საერთო საბაზრო ღირებულება 4,33 მილიარდიდან 1,08 მილიარდ ფუნტამდე შემცირდა, ანუ ვალის რაოდენობა საბაზრო ღირებულებას გადააჭარბებს.

2021 წელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ 3 ათასამდე Aston Martin გაიყიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები