LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ათასობით ახალ Aston Martin-ს აალების საშიშროების გამო უკან გამოიწვევენ

111
ათასობით ახალ Aston Martin-ს აალების საშიშროების გამო უკან გამოიწვევენ

Aston Martin ათასზე მეტ ავტომობილს უკან გამოიწვევს. საქმე ისაა, რომ ეს მანქანები შესაძლოა ნებისმიერ წუთს აალდნენ. სერვის ცენტრში ეპატიჟებიან იმ ავტომფლობელებს, რომელთაც 2005 წლის DBX, DB12 და Vantage აქვთ. აღმოჩნდა, რომ მანქანებს საკმაოდ საშიში დეფექტი უდასტურდებათ: ზეთის რადიატორის მილი შესაძლოა გასკდეს, რაც ხანძრის გაჩენას გამოიწვევს. ჯერ-ჯერობით სერვის აქცია მოიცავს მხოლოდ იმ ავტომობილებს, რომლებიც აშშ-ს ტერიტორიაზეა გაყიდული. თუმცა, როგორც გამოცემა Carscoops წერს, პრობლემა სხვა ქვეყნებში რეალიზებული ათასობით მანქანისთვისაც აქტუალურია.

აშშ-ს უკან გამოწვევის კამპანია მოიცავს Aston Martin Vantage-ს სპორტქარებს, სუპერტურერს DB12 და კროსოვერებს DBX 707-ებს. ძრავის ზეთის გაჟონვას ძრავის გაჩერება ან კიდევ უარესი, ცხელ ელემენტებზე მოხვედრის შემთხვევაში აფეთქების გამოწვევა შეუძლია.

Aston Martin-მა დეფექტის შესახებ აპრილის თვიდან იცის, გამოძიებაც მას შემდეგ დაიწყო და როგორც იქნება, მწარმოებელმა მოქმედებაც გადაწყვიტა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები