LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ათენში სიცხის დროს ქალაქის მოსარწყავად ძველრომაულ მეთოდს გამოიყენებენ

123
Screenshot 2024-08-08 121903

ათენში გადაწყვიტეს აღადგინონ ძველრომაული აკვედუკი, რათა აუტანელი სიცხეების დროს ზედმეტი წყალი არ დახარჯონ. უძველესი წყალსატარიდან წყალს ახალი მწვანე ზონების მოსარწყავად გამოიყენებენ, ადგილობრივებს ასევე შეეძლებათ რომ სისტემას შეუერთდნენ და ბაღები მისი დახმარებით გადაარჩინონ. სიახლის შესახებ euro news წერს.

23 კილომეტრიანი აკვედუკი, იმპერატორმა ადრიანემ ძვ.წ 140 წელს ააშენა და ის პირდაპირ ათენის ცენტრამდე მიდის. წყალსატარის დიდი ნაწილი მიწის ქვეშაა განთავსებული და წყალი მასში გრუნტიდან მოდის.

ათენი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი და მჭიდროდ დასახლებული ქალაქია. ამ ზაფხულს ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს გადასცილდა. აკვედუკის დახმარებით კი წელიწადში 80 ათასი კუბმეტრი წყლის დაზოგვა იქნება შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები