უკრაინის პრეზიდენტის ოფისი „ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის“ მიერ ევროკავშირის ალტერნატიული ფორმატის შექმნის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს აკრიტიკებს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„კარგი ნაღმი ცუდი თამაშის დროს – ასე გამოიყურება ცალკეული ევროპელი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებები ევროკავშირში უკრაინის წევრობის სიმბოლური ფორმატებით შეცვლასთან დაკავშირებით. ათი ათასობით უკრაინელმა სიცოცხლე გაწირა ევროპული არჩევანისთვის, არა თამაშის ახალი სერიისთვის. უკრაინამ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდა მიიღოს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა.
ახალ ფორმატთან დაკავშირებით განცხადება გუშინ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გააკეთა. ემანუელ მაკრონი ინიციატივით გამოდის, შეიქმნას ახალი ალიანსი, რომელშიც ევროკავშირის მიღმა მყოფი ქვეყნები, მათ შორის უკრაინა და ბრიტანეთი გაერთიანდებიან. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიესალმა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივას და მას საინტერესო უწოდა.