Billboard Music Awards-2016-ის ცერემონიის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი სელინ დიონის გამოსვლა იყო. ეს იყო მუსიკოსის პირველი გამოსვლა დაჯილდოების ცერემონიაზე მეუღლის გარდაცვალების შემდეგ. Billboard-ზე მას საპატიო ჯილდო გადაეცა, ხოლო მომღერალმა თავის მხრივ Queen-ის ლეგენდარული ჰიტი The Show Must Go On შეასრულა.
აღელვებულმა მომღერალმა სამადლობელი სიტყვის წარმოთქმისას ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა. მის გასამხნევებლად სცენაზე უფროსი ვაჟი, 15 წლის რენე-ჩარლზი ავიდა. ეს არაა სელინ დიონის ვაჟის პირველი გამოჩენა პუბლიკის წინაშე. მამის დაკრძალვაზე მან ემოციური სიტყვა წარმოთქვა და დამსწრე საზოგადოება აატირა კიდეც.
