LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ათონის მონასტრის გზაზე ბერი შემომხვდა.. ღიმილით და თბილი სიტყვებით სავსე იყო – ლოცულობს საქართველოსთვის“ – გოგა ჩანადირი სიმონაპეტრას მონასტრიდან ემოციურ ამბავს გვიზიარებს

396
ბერი პეტრე ბეჟანიძე

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი ათონის მონასტრიდან საზოგადოებას ბერ პეტრე ბეჟანიძესთან შეხვდრის ემოციურ ამბავს უზიარებს და ფოტოს აქვეყნებს:

„ათონის მთაზე, სიმონაპეტრას მონასტრის გზაზე ბერი შემომხვდა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ქართულად მივემშვიდობე.

გაგიმარჯოსო, ქართულადვე მითხრა. ჩვენებური აღმოჩნდა – ბერი პეტრე ბეჟანიძე.

ღიმილით და თბილი სიტყვებით სავსე იყო. არც ეტყობოდა, რომ მკვეთრ აღმართს ამოდიოდა. 2008 წლიდან ათონის მთაზეა.

ლოცულობს საქართველოსთვის, ჩვენი სულიერი და სახელმწიფოებრივი გაძლიერებისთვის. მონასტერში მიდიოდა, რომ ლოცვა გაეგრძელებინა…“ – წერს გოგა ჩანადირი.

ათონის მთაზე, სიმონაპეტრას მონასტრის გზაზე ბერი შემომხვდა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ქართულად მივემშვიდობე. გაგიმარჯოსო,…

Posted by გოგა ჩანადირი on Thursday 4 April 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g