LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუცილებელია ახალი წესების მიღება, რათა ევროპაში უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენების შემთხვევები აღიკვეთოს – ევროკომისია

145
ევრიკომისია

ევროკომისია უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის გამკაცრებას ითხოვს. როგორც ბრიუსელში აცხადებენ, ახალი წესების მიღება აუცილებელია, რათა ევროპაში უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენების შემთხვევები აღიკვეთოს. ახალი წესებით, ევროკავშირს მეტი თავისუფლება ექნება, რომ საჭიროების შემთხვევაში, დროებით შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა.

ევროკომისიის შეთავაზების მიხედვით, უვიზო მიმოსვლა შეიძლება შეჩერდეს, თუ ბრიუსელში ჩათვლიან, რომ მესამე ქვეყნების პოლიტიკამ შესაძლოა, გამოიწვიოს ევროკავშირში მიგრანტების რაოდენობის მატება. როგორც ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტმა, მარგარიტის სხინასმა განაცხადა, უვიზო მიმოსვლას დიდი სარგებელი მოაქვს, მაგრამ ევროკავშირმა უნდა უზრუნველყოს, რომ ეს პოლიტიკა არ იქნება ბოროტად გამოყენებული და თუ ასე მოხდება, ბრიუსელს მოქმედების შესაძლებლობა ექნება.

ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე 60 ქვეყნიდან შესაძლოა, ზოგიერთი გამოყენებული იყოს არალეგალი მიგრანტების ევროკავშირში ტრანზიტის ჰაბად.

„შარშან ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნებიდან მივიღეთ თავშესაფრის მაძიებელთა 150 000 განაცხადი. ცხადია, ეს დიდი ციფრია. უვიზო მიმოსვლა ასე არ უნდა იყოს გამოყენებული“, – განაცხადეს ევროკომისიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g