ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები წინასაარჩევნოდ საქართველოში ვიზიტს აჯამებენ. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრებზე ყურადღება შიდა და რეგიონულ გამოწვევებზე გამახვილდა.
ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, კარი ჰენრიქსენმა ყურადღება გაამახვილა საქართველოზე, როგორც სამხრეთ კავკასიაში მოწინავე ქვეყანაზე რეფორმების გატარების კუთხით.
ჰენრიქსენმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პოლიტიკური სტაბილურობის, დიალოგისა და კომპრომისის მნიშვნელობას, რაც კონფლიქტების მოგვარებისთვის ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
კარი ჰენრიქსენი და რობერტო მონტელა აცხადებენ, რომ მიუხედავად კამპანიის ირგვლივ არსებული მკაცრი რიტორიკისა, საერთო ატმოსფერო კვლავ მშვიდია.
ასამბლეის წარმომადგენლები ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდებენ, რომ არჩევნების შემდგომ პერიოდში კონსტრუქციულად ჩაერთონ.
მათივე განცხადების თანახმად, აუცილებელია ყველა პოლიტიკურმა დაინტერესებულმა მხარემ ყოველგვარი პოლიტიკური ძალადობის წაქეზებისგან თავი შეიკავოს.