კომპანიები Audi და Porsche მომავლის ავტომობილის შექმნაზე თანამშრომლობის შესახებ საუბრობენ. საერთო ძალებით ბრენდები ელექტროქარებს, უპილოტო ავტომობილებსა და ციფრულ ტექნოლოგიებზე იზრუნებენ.
ჯერჯერობით რაიმე დეტალი ფირმების კოოპერაციის თაობაზე არ ვრცელდება, ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში თანამშრომლობის კონკრეტულ სფეროებს განსაზღვრავენ და 2015 წლისთვის ”საგზაო რუქის” ფორმირებას მოახდენენ. განსაკუთრებული ყურადღება მომავალი მოდელების კომპონენტების შექმნას დაეთმობა.
Audi-ის წარმომადგენელი რუპერტ შტადლერი აღნიშნავს,რ ომ ერთობლივ პროექტებზე კომპანიების საუკეთესო თანამშრომლები იზრუნებენ. ამასთან. Porsche-ს წარმომადგენელი ოლივერ ბლიუმი ხაზს უსვამს, რომ ბრენდებმა დიფერენციაცია უნდა შეინარჩუნონ. Porsche ყოველთვის პორშეა და ასე იქნება მომავალშიც” -აღნიშნა ბლიუმმა.