კომპანია Audi მასშტაბურ სასერვისო კამპანიას გეგმავს, რომელიც 1,16 მილიონ ავტომობილს შეეხება, რომლებიც გლობალურ ბაზარზე გაიყიდა.
ამ ავტომობილებში შესაძლოა, გაგრილების სისტემის ტუმბოს გაუმართაობის გამო ცეცხლი გაჩნდეს.
ამერიკელებმა დაითვალეს, რომ აშშ-ში სასერვისო კამპანია 342 867 ავტომობილს შეეხება. გაწვევას ექვემდებარება A5-ის კაბრიოლეტები, ამავე ოჯახობის სედანები და Q5-ის ქროსოვერები, რომლებიც 2013-17 წლებში გამოვიდა. ასევე, კამპანია ეხება 2012-15 წლებში გამოსულ A6-ებს და 2013-2016 წლებში გაყიდულ A4-ებს.
აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები დაკომპლექტებულია 2 ლიტრიანი FSI ძრავით. ძრავში გაგრილების სისტემა ელექტროტუმბოს გაუმართაობის გამო ვერ ასრულებს ფუნქციას და შესაძლოა გადახურება მოხდეს.
გაწვევის კამპანიაში მოყოლილი ავტომობილების მფლობელები დაწვრილებით ინფორმაციას 11 ივნისს მიიღებენ. ამ მომენტამდე მწარმოებელი ვერ ახერხებს გაუმართავი დეტალების შეცვლას, რადგან საჭირო რაოდენობით არ აქვს.


