კომპანია Audi-მ თავის პირველ სერიულ ელექტრო ქროსოვერზე – e-tron დეტალები გაავრცელა. წინასერიული ვარიანტი ავტომწარმოებელმა გასულ ჟენევის მოტორშოუზე წარმოადგინა.
ელექტროქროსოვერის პრემიერის დროს ავტომობილის მახასიათებლების შესახებ არ უსაუბრია. ახლა მარკამ ის გაამხილა, რომ ყველგანმავალის სვლის მარაგი 400 კილომეტრია.
შედარებისთვის გეტყვით, რომ ელექტრო ქროსოვერი Hyundai Kona ერთი დატენვით 470 კილომეტრს გადის. Tesla Model X კი 542 კილომეტრს.