LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Audi-ს ყოფილი პრეზიდენტი დიზელის სკანდალის გამო დააჯარიმეს

125
audi

Audi-ს ყოფილი ხელმძღვანელი დიზელის სკანდალის გამო ჯარიმას 1,2 მილიონ დოლარს გადაიხდის. რუპერტ შტადლერმა, რომელიც კომპანიას 2018 წლამდე მართავდა, თავისი დანაშაული უკვე აღიარა: მან იცოდა რომ ავტომობილების აწყობისას თაღლითურ პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებდნენ, რაც მავნე გამონაბოლქვის რეალურ მაჩვენებელს საგრძნობლად ამცირებდა. მიუნხენის სასამართლომ საქმეზე განაჩენი გამოიტანა – შტადლერს ერთ წლითა და 9 თვით პირობითი სასჯელი მიუსაჯეს და საკმაოდ სოლიდური ჯარიმის გადახდაც დააკისრეს.

შტადლერი 2018 წელს დააპატიმრეს და იმავე წელს Audi-ს ხელმძღვანელის პოზიციიდანაც მოხსნეს. მაშინ კომპანია თავის ყოფილ პრეზიდენტს კომპენსაციის – 7 მილიონი ევროს გადახდას დაჰპირდა, თუმცა ერთი პირობით – თუკი მას გერმანიის ტერიტორიაზე რაიმე დანაშაულისთვის არ გაასამართლებდნენ. და ეს პირობა ვერ შესრულდა – რუპერტი მოლაპარაკებაზე წავიდა და გახდა Volkswagen Group-ის დირექტორთა საბჭოს პირველი წევრი, ვინც სასამართლოში დიზელის სკანდალთან კავშირი აღიარა. აღიარების სანაცვლოდ მას პატიმრობა პირობითი სასჯელით შეუცვალეს და ჯარიმაც დააკისრეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები