LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუდის მთვარეზემავალი უცხოპლანეტელებზე გადაღებულ ახალ ფილმში გამოჩნდა

103

აუდის მთვარეზემავალი უცხოპლანეტელებზე გადაღებულ ახალ ფილმში გამოჩნდა. ახალი ნამუშევარი “Alien: Covenant“ ეკრანებზე მაისის შუა რიცხვებში გამოვა და მაყურებელს საშუალება ექნება, რომ Audi Lunar Quattro უკეთესად შეაფასოს. მთვარეზე მოსიარულე ავტომობილი კომპანიამ გერმანელ ტექნიკოსებთან თანამშრომლობით ააგო და ეს უბრალო პროექტი ნამდვილად არ არის. საქმე ისაა, რომ 2016 წლის ბოლოს, Audi Lunar-ს მთვარეზე ნამდვილად გაგზავნიან. საინტერესოა, რომ მანქანის 85% ალუმინისგან შედგება, მისი წონა 30 კილოგრამია და ის 3D პრინტერის საშუალებით დაამზადეს. მანქანას 4 ელექტროძრავი, იონის სანათი და მოძრავი მზის პანელი აქვს დამონტაჟებული. რაც შეეხება ახალ ფილმს, მასში მთავარ როლებს ჯეიმს ფრანკო და მაიკლ ფასბენდერი ასრულებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები