აუქციონის სახლმა Silverstone Auctions გასაყიდად სპორტული ჰეთჩბეკი, 1987 წელს გამოსული Ford Sierra RS500 Cosworth გაიტანა. ეს ავტომობილი ამ იშვიათი ვერსიის პირველი ეგზემპლარია.
RS500 განსაკუთრებით იშვიათი მოდიფიკაციაა. 90-იანების ბოლოს ის მხოლოდ 500 ეგზემპლარად აიწყო. შედარებისთვის გეტყვით, რომ მისი ჩვეულებრივი ვერსია 5 545 ერთეული გამოვიდა. ეს კონკრეტული ავტომობილი კი საერთოდ უნიკალურია, რადგან ის პირველი RS500-ია. უფრო მეტიც, ის წინასერიული ავტომობილია, რომელიც თავად Ford-მა ააწყო და არა კომპანია Tickford-მა, რომელსაც ყველა დანარჩენი RS500 ეკუთვნის.
RS500 იმისთვის შეიქმნა, რომ სპორტში მთელი რიგი გაუმჯობესებების ლეგალიზება მომხდარიყო. მას უფრო გამძლე ცილინდრები, ტურბოკომპრესორი Garrett T04, გადიდებული ინტერქულერი და სხვა უპირატესობები აქვს. იმ დროისთვის მისი სიმძლავრე ცოტა არ იყო – 224 ცხენის ძალა.
სხვა დანარჩენი გასხვავებები სუფთად ფუნქციონალურია, მაგალითად არ აქვს ნისლსაწინააღმდეგო ფარები.
მთელი ამ დროის განმავლობაში ავტომობილი უსაქმოდ არ მდგარა: მისით 65 000 კილომეტრზე მეტი გაიარეს, 1989 წელს კი სერიოზულ ავარიაში მოყვა. მიუხედავად ამისა, აუქციონერები მისგან 90 -120 000 ფუნტ სტერლინგს ელიან. ავარიის შემდეგ ავტომობილმა ხარისხიანი რემონტი გაიარა. მთელი თავისი არსებობის განმავლობაში კი ტექდათვალიერების ძველ ტალონსა და საგადასახადო ქაღალდებს იყენებს.


